ენგურის ხიდზე საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ერთ-ერთი ურმის მეპატრონე სოფო მიქია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 300-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
აქციის მონაწილე რამდენიმე საათის წინ ენგურის ხიდზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და173-ე მუხლებით დააკავეს. მიქია სხვა მონაწილეებთან ერთად ენგურის ხიდის გადაკეტვას შეეცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მას ამის შესაძლებლობა არ მისცეს.
ენგურის ხიდზე ოთხთვალა ურმების მფლობელები გაიფიცნენ, რომლებსაც მოსახლეობა აფხაზეთის მხარეს ხიდზე გადაჰყავდათ. მათი თქმით, არ ეძლევათ მუშაობის საშუალება, რადგან ამ ტერიტორიაზე მოძრაობს სამი მიკროავტობუსი, რომელიც ახერხებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.