ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცნობილ ვიდეოთამაშს CIVILIZATION თამარ მეფის პერსონაჟი დაემატა

ცნობილ ვიდეოთამაშს CIVILIZATION თამარ მეფის პერსონაჟი დაემატა. თამაშის მეექვსე ნაწილში ერთ-ერთი ცივილიზაცია საქართველო იქნება, მოთამაშეს კი შეუძლია ლიდერად თამარ მეფე აირჩიოს და მის ხანაში საქართველო მართოს.

თამაშში ასევე ჩანს ხევსურეთი. თამაშის ინტროში გამოყენებულია ქართული ხალხური მუსიკაც.

Civilization სტრატეგიული თამაშია, რომელიც 1991 წელს შეიქმნა. მოთამაშე ქმნის იმპერიას, რომელიც დროს უძლებს. თამაშის საწყისი პერიოდი ძველი წელთაღრიცხვით 4000 წელია. Civilization VI: Rise and Fall-ის განახლებული ვერსია 2018 წლის 8 თებერვალს გამოვა.

იტვირთბა....