ახალი ამბები მთავარი სამართალი

ომბუდსმენი მაჩალიკაშვილის საქმეზე: პირობას ვდებ, რომ სიმართლის დასადგენად ყველა ღონეს ვიხმარ

სახალხო დამცველი  ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის  ფაქტთან დაკავშირებით ყველა ღონეს იხმარს, რათა მომხდარის შესახებ სიმართლის დადგენა მოხდეს. ლომჯარია ამბობს, რომ თუ სპეცოპერაციის დროს დადგინდება, რომ ძალის გადამეტებას ადგილი ჰქონდა, ეს გარემოება არ უნდა დაიფაროს.

„მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო ახალგაზრდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მის ოჯახს მივუსამძიმრო. მე, როგორც სახალხო დამცველი, პირობას ვიძლევი, რომ ჩემს ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, გავაკეთებ მაქსიმუმს იმისთვის, რომ დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტების ფაქტს სპეცოპერაციის დროს, ასევე აღმოეჩინა თუ არა მას დროული სამედიცინო დახმარება და გაკეთდა თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ შენარჩუნებულიყო ამ ახალგაზრდის სიცოცხლე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირალ მაჩალიკაშვილი დღეს დილით გარდიაცვალა. საავადმყოფოში მისი ოჯაახის წევრები იმყოფებიან. გარდაცვლილი მაჩალიკაშვილის დედა აიზა მარგოშვილი აცხადებს, რომ ამ ამბავს ასე არ დატოვებენ და ვინც მისი შვილის სიკვდილში დამნაშავეა ყველას პასუხს აგებინებენ.

შეგახსენებთ, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ის თავის არეში დაიჭრა. გამოძიება მას თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე პირებთან კავშირს ედავებოდა. პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულია 4 პირი.

იტვირთბა....