ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა საქართველოს საზღვართან საბაჟო პუნქტის გახსნას გეგმავს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ საქართველოს საზღვართან საბაჟო პუნქტს გახსნიან. ამის შესახებ განცხადება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის სხდომაზე ეგრეთწოდებული საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა. ინფორმაციას “სპუტნიკ-ოსსეტია” ავრცელებს.

მისი თქმით, პუნქტის გახსნა უახლოეს მომავალში იგეგმება. მურატ ცხოვრებოვის განცხადებით, საბაჟო პუნქტზე შემოწმდება ყველა ის ტვირთი, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვარს გადაკვეთს.

დე ფაქტო მთავრობის განკარგულებით, ლენინგორის რაიონში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს საქართველოდან 50 კილოგრამამდე ოდენობის ტვირთის გადატანა შეუძლია.

იტვირთბა....