იაპონელი ასტრონავტი ნორიშიგე კანაი აცხადებს, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ყოფნის 3 კვირის განმავლობაში 9 სანტიმეტრით გაიზარდა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
„დღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს. ფიზიკური პარამეტრების მდგომარეობაზე გამოკვლევა ჩამიტარეს და აღმოჩნდა, რომ ჩემი სიმაღლე 9 სანტიმეტრით მეტია,“- დაწერა კანაიმ. მან აღნიშნა, რომ ასე სკოლის ასაკის შემდეგ არ გაზრდილა და ხუმრობით დასძინა, რომ შეიძლება კოსმოსური ხომალდის სავარძელზე აღარ დაეტიოს.
როგორც წესი, გრავიტაციის უქონლობის გამო ასტრონავტები კოსმოსში 1-2 სანტიმეტრით იზრდებიან.
იაპონელი ასტრონავტი 2017 წლის 19 დეკემბრიდან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იყო.
imedinews.ge