თავდაცვის მინისტრი საჯარო სამსახურის ბიურომ ათასი ლარით დააჯარიმა. ამის მიზეზი ქონებრივ დეკლარაციაში აღმოჩენილი ხარვეზია. ლევან იზორიას დეკლარაცია შარშან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმდა.
საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემებით, ათასი ლარის გადახდა 2017 წელს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გიორგი ბუთხუზსაც დაეკისრა.
დაჯარიმებულთა სიაში ასევე არიან: შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ გამეზარდაშვილი; 112-ის დირექტორი გიორგი ბიჭაშვილი; კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი; პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე; სემეკ-ის წევრი გოჩა შონია; ყოფილი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია; საკრებულოს წევრი გიორგი მუსხელიშვილი; სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ზამბახიძე, საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თამაზ ურთმელიძე.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
ფოტო: “პირველი რადიო”