პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირალ მაჩალიკაშვილი დღეს დილით გარდიაცვალა. საავადმყოფოში მისი ოჯაახის წევრები იმყოფებიან. გარდაცვლილი მაჩალიკაშვილის დედა აიზა მარგოშვილი აცხადებს, რომ ამ ამბავს ასე არ დატოვებენ და ვინც მისი შვილის სიკვდილში დამნაშავეა ყველას პასუხს აგებინებენ.
თემირლან მაჩალიკაშვილის დედის თქმით, მისი შვილი დღეს დილით უნდა გადაეყვანათ თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ, თუმცა ექიმებმა აცნობესს, რომ ის გარდაიცვალა.
„დღეს დილით უნდა გადაგვეყვანა და სპეციალურად მომიკლეს შვილი ამ ფაშისტებმა არაფრის გულისთვის“, – განაცხადა აიზა მარგოშვილმა.
ამ წუთებში წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც პანკისში დაჭრილი თემრილან მაჩალიკაშვილი ორი კვირის განმავლობაში მკურნალობას გადიოდა, მისი ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან.
შეგახსენებთ, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ის თავის არეში დაიჭრა. გამოძიება მას თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე პირებთან კავშირს ედავებოდა. პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულია 4 პირი.