ზუგდიდის სასამართლომ, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული მარტვილის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები პატიმრობაში დატოვა.
ადვოკატები ბრალდებულების გათავისუფლების სანაცვლოდ 3000- 3000 ლარის გადახდას ითხოვდნენ. სასამართლო სხდომაზე ითქვა, რომ დაკავებულები თავს დამნაშავედ მიიჩნევენ.
მოსამართლე ნატრული აკობიამ პროცესზე აღნიშნა, რომ ბრალის აღიარება ახალი გარემოებაა, თუმცა ის საქმეს არსებითად არ ცვლის.
შემდეგი სასამართლო პროცესი 23 იანვარს 17:00 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ,რომ 20 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურების ხელმძღვანელი პირები დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 332-ე და 338-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.