ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მტკიცებულებების დაშვებასთან დაკავშირებით სასამართლო ხვალ იმსჯელებს.
პროკურორი ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ორი ცივი იარაღი და ორივე არასრულწლოვანი ამ იარაღებით არის მოკლული.
„ექსპერტიზაზე გადაგზავნილია იმ კითხვების ჩამონათვალი, რომლებიც შესაძლებელია დასმულიყო მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით,“-განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემაც ისაუბრა.
„მე ამ ეტაპზე კანონი არ მანიჭებს ამის უფლებას, თუმცა როდესაც სასამართლოზე დაიწყება მოწმეთა დაკითხვა აუცილებლად გვექნება საშუალება, რომ მოგაწოდოთ უფრო კონკრეტული და დეტალური ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით,“-განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.