ქუთაისის საქალაქო სასამართლო გადატვირთულობის გამო ვერ ახერხებს არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელის განხილვას, რომელიც 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებას შეეხება, სასამართლოში სარჩელი 2017 წლის 30 ივნისს არის დარეგისტრირებული, თუმცა სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა.
„ამ საქმეზე პროცესის თარიღი არ არის ჩანიშნული, მიზეზი არის დატვირთულობა. დაახლოებით 300-ზე მეტი საქმე აქვს მოსამართლე გენადი მაკარიძეს წარმოებაში. რიგითობას ვერ განვსაზღვრავთ. შესაბამისად, როდის ჩაინიშნება პროცესი ამ საქმეზე, ჯერ ვერ გეტყვით“,- ამბობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი ავთანდილ კვინიკაძე.
შეგახსენებთ რომ მმართველმა გუნდმა ცვლილებების შესახებ დადგენილება 15 ივნისს მიიღო, რის შედეგადაც ზუგდიდს, ოზურგეთს, გორს, თელავს, ახალციხეს, მცხეთასა და ამბროლაურს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთვათ.