ახალი ამბები მთავარი სამართალი

ტენდერები და შსს: “უცნობი” და მისი სიძე აუიდიტის დასკვნას ეხმაურებიან

მომღერალი “უცნობი” და მისი სიძე შსს-ში ჩატარებულ ტენდერებზე აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნას ეხმაურებიან – „დაიდო ის დასკვნა, რომელიც სრულიად ნათელს ხდის, რა ხდება დღეს სახელმწიფო შესყიდვებში, რამხელა პრობლემაა და როგორ უნდა გამოსწორდეს, ამასაც კი ეუბნება აუდიტის სამსახური,“ – აცხადებს გიორგი შარაშიძე.
რაც შეეხება გაჩეჩილაძეს, მისი თქმით, აუდიტის დასკვნა სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს:

„იმაზე უარესი დასკვნა დადო, რასაც ჩვენ ვიძახდით და მე მიხარია, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ შეიძლება სიმართლის პოვნა. ყოველთვის სახელმწიფოში მახინჯი ფორმები, რაც არსებობს, რაღაც დროის მონაკვეთში უნდა დამთავრდეს. ეს ძალიან კარგი საშუალებაა დღეს იმისთვის, რომ აი ეს აუტანელი პირობები, რომელიც არის დღეს სახელმწიფო შესყიდვებში, ეს რომ მორჩეს და ამას რომ დაესვას წერტილი, სახელმწიფო შესყიდვებიდან აქ ჩართული რომ არიან და სახელმწიფო სტრუქტურების გარეშე ეს არ განხორციელდებოდა, ეს ფაქტია,“ – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

აუდიტის დასკვნაში კი ნათქვამია, რომ შსს-ში ტენდერები მიმდინარეობს ძირითადად არაკონკურენტულ პირობებში და უწყება სატენდერო პირობებს ერთ კომპანიას, ტარიელ ხეჩიკაშვილის კუთვნილ “იბერია ჯგუფს” არგებდა. აუდიტი გიორგი მღებრიშვილის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება.

 

 

 

იტვირთბა....