ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თურქეთის მხარემ საზღვრის კვეთის რეგულაციები შეცვალა

1-ელი იანვრიდან თურქეთის საზღვარზე გადამსვლელებისთვის სიახლეა. ინფორმაცია აჭარის ტელევიზიას ცოტა ხნის წინ თურქეთის საკონსულომ დაუდასტურა. რა ცვლილებებს გამოიწვევს თურქეთსა და საქართველოს საზღვრის გასწვრივ ელექტრონული სისტემის შემოღება ცნობილია.

‘,,მიღებული გადაწყვეტილებით, იმავე დღის განმავლობაში განხორციელებული შესვლა-გამოსვლა ბაზაში დაფიქსირდება ერთი დღის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ვრცელდება თურქეთის ყველა გამტარ პუნქტზე და ეხება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთში ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ (180 დღის განმავლობაში 90 დღე), შესაბამისი ბინადრობის ნებართვის მიღების შემთხვევაში, შეუძლიათ გაახანგრძლივონ ქვეყანაში დარჩენის უფლება.

ბინადრობის ნებართვის გარეშე 365 დღის განმავლობაში თურქეთში ყოფნა შესაძლოა კანონსაწინააღმდეგო ქმედების მიზეზი გახდეს” – წერია საკონსულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....