ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურორის თქმით, ხორავას ქუჩაზე ორი გარდაცვლილი არასრულწლოვნის გარდა, სხვა დაჭრილი პირები ფიგურირებენ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესი დახურულია.

როგორც საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, ვისაც დაზიანებები მიაყენეს, ყველა პირი იდენტიფიცირებულია.

„ზოგადად კომენტარს გავაკეთებ. საქმის მასალების მიხედვით, ვისზეც არის დაზიანებები მიყენებული, ყველა პირი არის იდენტიფიცირებული. ყველა პირს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა და ამ კუთხითაც მიმდინარეობს გამოძიება. რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეზე არაობიექტურად ჩატარდა გამოძიება და არ არის სრულყოფილად ჩატარებული გამოძიება, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად,“ – განაცხადა პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ.

პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა, ეკატერინე მაჭარაშვილმა “დაადასტურა ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში კიდევ ერთი დაჭრილი მოზარდი ფიგურირებს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თბილისში, ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს მოხდა. არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხვერპლა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი  არასრულწლოვანია დაკავებული.  ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ დღეს კიდევ სამი პირი დააკავა, რომელთაც დანაშაულის დაფარვაში ედებათ ბრალი. მათ წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

იტვირთბა....