ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია “თელასი” ავრცელებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის გამზირის, ოთარ ჩხეიძის, პეტრე ქავთარაძის, ედიშერ მაღალაშვილის, კალისტრატე ქუთათელაძის, მარიკა ბარათაშვილის, ოთარ ლორთქიფანიძის, გიორგი გეგეჭკორის, იოველ ქუთათელაძის და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ბაგების დასახლების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნაფეტვრების გზის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, VI, VII კვარტლების, ზურაბ ანჯაფარიძის I შესახვევის, ქავთარაძის II შესახვევის, ვერეს ხევის, შავგულიძის, პეტრე ქავთარაძის, იოსელიანის, შალვა ნუცუბიძის, ფხაკაძის, ჯიქიას, ზურაბ ანჯაფარიძის, ანა პოლიტკოვსკაიას და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის და დავით თავხელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.