გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 24 წლის გიორგი დარჩიაშვილს ეძებენ.
ოჯახის თქმით ახალგაზრდა სახლიდან 26 ნოემბერს გავიდა და ამ დრომდე უცნობია მისი ადგილსამყოფელი.
ოჯახმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ დარჩიაშვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ოჯახი არ გამოირიცხავს, რომ ის დამოუკიდებლად უკან დაბრუნებას ვერ ახერხებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ამ დროისთვის აქტიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.