სემეკმა გორის მოსახლეობის განცხადებების ინდივიდუალური შესწავლა დაიწყო.
სემეკის ცნობით, მათთან შევიდა გორის მოსახლეობის განცხადებები, სს „საქორგგაზის“ მიერ 2017 წლის დეკემბერში განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით.
კომისიას დაწყებული აქვს თითოეული განცხადების ინდივიდუალური შესწავლა, რის შედეგადაც დადგინდება თუ რამ განაპირობა გაზრდილი გადასახადების აბონენტებზე დარიცხვა.
სემეკში საკითხის მოკვლევა 3 იანვრიდან დაიწყო. 5 იანვარს კომისიის წარმომადგენლები ენერგოომბუდსმენთან ერთად გორში იმყოფებოდნენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს გორის მოსახლეობამ, „საქორგგაზის“ ოფისთან საპროტესტო აქციები გამართა. აბონენტები აცხადებენ, რომ მათ გაორმაგებული გადასახადი დაერიცხათ.