“ტრამპ თაუერში” გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი სერიოზულად დაშავდა, – ამის შესახებ independent-ი იტყობინება.
გამოცემის ცნობით, დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, თუმცა მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. როგორც ნიუ-იორკის სახანძრო სამსახურში იტყობინებიან, 58-სართულიან შენობაში პრეზიდენტი ტრამპი არ იმყოფებოდა.
ხანძარი სახურავზე არსებულ სავენტილაციო მილში გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ შენობას ორი სახურავი აქვს, ერთი დაბალი, სადაც ტექნიკური მოწყობილობებია განთავსებული, მეორე კი მაღალი, სადაც რამდენიმე ხიდია განთავსებული, რომელიც დაფარულია და ის გარედან შეუმჩნეველია. მათი თქმით, ადგილზე დაახლოებიტ 84 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.
ხანძარი “ტრამპ თაუერში” დღეს, ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაჩნდა.