“ოქროს გლობუსის” რიგით 75-ე ცერემონიალზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ. როგორც დაანონსებული იყო, სექსიზმის, ბულინგისა და სექსუალური შევიწროების გასაპროტესტებლად, მსახიობებმა წითელ ხალიჩაზე შავი ტანისამოსით წარსდგნენ.
გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:
საუკეთესო მხატვრული ფილმი – დრამა Three Billboards Outside Ebbing, Missouri
საუკეთესო მხატვრული ფილმი – კომედია ან მიუზიკლი – Lady Bird
კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – დრამა – გარი ოლდმანი, Darkest Hour
ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – დრამა – ფრენსის მაკდორმანდი, Three Billboards Outside Ebbing, Missouri
კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – კომედია ან მიუზიკლი – ჯეიმს ფრანკო, The Disaster Artist
ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – კომედია ან მიუზიკლი – სირშა რონანი, Lady Bird
კაცის მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – სემ როკველი, Three Billboards Outside Ebbing, Missouri
ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – ელისონ ჯენი, I, Tonya
მხატვრული ფილმის საუკეთესო რეჟისორი – გილერმო დელ ტორო, The Shape of Water
საუკეთესო მინისერიალი ან სატელევიზიო მხატვრული ფილმი – Big Little Lies
საუკეთესო უცხოენოვანი მხატვრული ფილმი – In the Fade
საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში – ნიკოლ კიდმანი, Big Little Lies
საუკეთესო კომედიური სერიალი – The Marvelous Mrs. Maisel
კაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში – ალექსანდრ სკარსგარდი, Big Little Lies
ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში – ლორა დერნი, Big Little Lies
საუკეთესო მსახიობი ქალი მუსიკალურ ან კომედიურ სერიალში – რეიჩელ ბროსნანი, The Marvelous Mrs.. Maisel
საუკეთესო მსახიობი კაცი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში – იუენ მაკგრეგორი, Fargo
საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში – ელიზაბეტ მოსი, The Handmaid’s Tale
საუკეთესო სატელევიზიო სერიალი – დრამა – The Handmaid’s Tale
„ოქროს გლობუსი“ 25 კატეგორიაში გაიცემა. „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების პირველი ცერემონია 1945 წელს გაიმართა.