ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთავში, ერთ-ერთ სადარბაზოში ახალშობილი იპოვეს

რუსთავში, კორპუსის სადარბაზოს შესასვლელთან  ახალშობილი იპოვეს. ადგილობრივების თქმით,  ბავშვის ტირილის ხმა გაიგონეს და ნახეს, რომ მიწაზე ახალშობილი იწვა.  მათ სამართალდამცავები გამოძახეს.

პოლიციამ ბავშვი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების მიზნით კლინიკა ,,რუსთავის” ჩვილ ბავშვთა განყოფილებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცახდებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენებას გულისხმობს, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

იტვირთბა....