ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში მკვლელობა მოხდა. მამა ეჭვმიტანილია, რომ შვილი მოკლა და მეუღლე დაჭრა. ამ დრომდე უმძიმესია ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებული ქალბატონის მდგოამრეობა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ნაჯახის გამოყენებით მოხდა.
ეჭვმიტანილი, 66 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე, საკუთარ ეზოში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აწუხებდა.
გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.