ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მარგველაშვილი: “ნეტავ სულ ასე იყოს, მთელი წელი”

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, ალილოს მონაწილეებს უმასპინძლა და საჩუქრები გადასცა.

“ჩემო საყვარელო თანამემამულეებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ შობას. მშვენიერია, რომ შობა გრძელდება ამ ემოციით, როდესაც პატარა ბავშვები და მომლოცველები მოდიან. ჩვენ მათ ვუნაწილებთ სიხარულს, მცირე ძღვენს, რომელიც განაწილდება იმ ადამიანებზე, რომლებიც შედარებით შეუძლოდ არიან ან არ აქვთ შესაძლებლობა. ამ ფორმით გრძელდება გუშინდელი საოცარი დღესასწაული ახლის და კეთილის დაბადების. ვუნაწილებთ ჩვენს სიყვარულს ერთმანეთს. ნეტავ სულ ასე იყოს, მთელი წელი”, – განაცხდა გიორგი მარგველაშვილმა.

იტვირთბა....