ალილო, რომელიც “ვარდების მოედნიდან” დაიწყო სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა.
ალილოს მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტის შენობის წინ, თბილისის საკრებულოსთან და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიარეს. მათ საჩუქრად ტკბილეული დაურიგეს, რომელიც ბავშვთა სახლებში გადანაწილდება.
მსვლელობაში ტრადიციულად მონაწილეობნენ მოგვები, ქურუმები და მწყემსები, ასევე, სასულიერო პირები, სტიქაროსნები და მგალობლები.
ალილოს დასასრულ სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა გაიმართა.