ახალი ამბები მედია მთავარი

რადიო “თბილისი” და პარტნიორი რეგიონული რადიოსადგურები ახალ თოქ-შოუს “აქტიური დრო” იწყებენ

რადიო თბილისი FM93.5 და პარტნიორი რეგიონული კიდევ 6 რადიო: კახეთში – ჰერეთი FM102.8, იმერეთში –  ძველი ქალაქი FM107.9, სამეგრელოსა და აფხაზეთში – ოდიში FM102.9, გორსა და ცხინვალის რეგიონში –  მოზაიკა FM97.8, მარნეულში – მარნეული FM96.9, გურიის, სამეგრელოსა და აჭარის ნაწილში – ჰარმონია FM100.5, 8 იანვრიდან ახალ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ტოკ-შოუს “აქტიური დრო” -ს დაიწყებენ.

ყოველდღიურად, 17:20 საათზე, ჟურნალისტები აკაკი გოგიჩაიშვილი და ნინა ხელაძე, პირდაპირ ეთერში მსმენელს მასშტაბურ კომუნიკაციას სთავაზობენ.

დღის მთავარი თემა პირდაპირ ეთერში, ოფიციალური ვერსია, ექსპერტების ანალიზი, ხალხის ხედვა და შეფასებები, მოწოდებული სოციალური ქსელით, ტელეფონით, ღია მიკროფონებით, ნებისმიერი ადგილიდან…

 

ყოველ სამუშაო დღეს, დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე, 17:20 საათზე რადიო “თბილისი” და პარტნიორი რეგიონული რადიოსადგურები წარმოგიდგენთ ახალ ტოქ-შოუს – “აქტიური დრო”.

რადიო “თბილისის” მენეჯმენტის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვა რეგიონულ რადიოებთანაც. გადაცემა მთლიანად ინტერაქტიული იქნება და ერთდროულად, ასი ათასობით მსმენელს შეეძლება საკუთარი აზრის დაფიქსირება.

რადიო თბილისის პირდაპირი ეთერის მოსმენა შესაძლებელია ამ ბმულიდანაც.

რადიო თბილისი FM 93.5 სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთის” რადიოსადგურია. “ჰერეთი” მედიაბაზარზე 20 წელია ოპერირებს.

heretifm.com

 

იტვირთბა....