ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: “გზავნილები, რომელიც გაჟღერებული იყო ეპისტოლეში, ჩვენთვის ყურადსაღები და გათვალისწინებული იქნება”

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ქრისტეს შობისადმი მიძღვნილი ლიტურგიის დასრულების შემდეგ  მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა,  რომ  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებული გზავნილები საყურადღებოა საქართველოს პარლამენტისთვის.

„მნიშვნელოვან საკითხებზე იყო გამახვილებული ყურადღება პატრიარქის ეპისტოლეში, მათ შორის, საუბარი იყო ისეთ საკითხებზე, რომლებზეც მუშაობს საქართველოს პარლამენტი და ეს გზავნილები, რომლებიც გაჟღერებული იყო ეპისტოლეში, ჩვენთვის არის საყურადღებო, მათ შორის, საუბარი იყო დემოგრაფიის საკითხებზე, ნარკოპოლიტიკაზე. ამ საკითხებზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და გზავნილები, რომელიც გაჟღერებული იყო ეპისტოლეში, ჩვენთვის ყურადსაღები და გათვალისწინებული იქნება მუშაობის პროცესში,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

იტვირთბა....