ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, შეწყალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებაზე განცხადება გააკეთა.
„აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაციაა, რომ ვიღაცა პრეზიდენტს ასამართლებს შეწყალების უფლების გამოყენებისთვის.
რეალურად საქმე გვაქვს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან. ეს არის აბსოლუტად არასწორი ინტერპრეტირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა,“ – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.