ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში სამარშუტო მიკროავტობუსებმა მგზავრობის საფასური გაზარდეს

ბათუმში სამარშუტო მიკროავტობუსებმა დღეს მგზავრობის საფასური გაზარდეს, გაზრდილ სამგზავრო ღირებულებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ბათუმის მერმა, როგორც ლაშა კომახიძემ აღნიშნა, ტარიფის მომატებასთან დაკავშირებით მერიაში განცხადება შევიდა, თუმცა სატრანსპორტო კომპანიამ მერიისგან მიიღო პასუხი, რომ დაესაბუთებინათ რატომ იზრდებოდა გადასახადი. ამიტომ მოქალაქეებს შეუძლიათ აქამდე არსებული თანხა გადაიხადონ.

საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ემზარ ქავჟარაძე ამბობს, რომ მძღოლებმა ტარიფი თვითნებურად გაზარდეს და საკითხი მერიასთან შეთანხმებული არ იყო.

იტვირთბა....