საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სომეხთა ეკლესიის მრევლს შობისა და ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.
„შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ვულოცავ სომხური ეკლესიის მრევლს – ჩვენს სომეხ მოქალაქეებს.
ჩვენ ერთად ვქმნით დემოკრატიულ, განვითარებულ და წარმატებულ სახელმწიფოს, სადაც ადამიანებს ექნებათ ყველა საშუალება თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებისთვის. ჩვენი სომეხი მოქალაქეების წვლილი ამ საქმეში უაღრესად მნიშვნელოვანია.
ვუსურვებ მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – აღნიშნულია პრემიერის მილოცვაში.