ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქუთაისში 15-მდე მშენებარე ობიექტის მეპატრონე დაჯარიმდა

ქუთაისის მერიამ ქალაქში მიმდინარე მშენებლობების შემოწმება დაიწყო. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა,ზვიად ჯავახიამ აღნიშნა რომ დაახლოებით 15-მდე ობიექტის მეპატრონე დაჯარიმდა და მათ შორის არის აღმაშენებლის გამზირზე, მრავალსართულიანი, საცხოვრებელი კორპუსის მეპატრონეც, რომლის მშენებლობაზე 27 დეკემბერს ორი მუშა გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ მშენებლობების გამკაცრების შესახებ განცხადება ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დეკემბერში გააკეთა და აღნიშნა რომ ქალაქში უკანონო მშენებლობები აიკრძალება.

იტვირთბა....