ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ქართულმა ლეგიონმა” უკრაინის შეიარაღებული ძალები დატოვა

„ქართული ლეგიონის“ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში მებრძოლმა “ქართულმა ლეგიონმა”  უკრაინის შეიარაღებული ძალების 54-ე ბრიგადის შემადგენლობა დატოვა.

„2017 წლის 20 დეკემბერს „ქართულმა ლეგიონმა“ სრული შემადგენლობით დატოვა 54-ე ბრიგადა მეთაურის ალექსეი მაისტრენკოსა და მისი გარემოცის არაკომპეტენტურობისა და მისი უკანონო ბრძანებების გამო. 16 დეკემბერს ჩატარებული ოპერაციის დეტალების შესახებ, რომლის დროსაც „ქართული ლეგიონისა“ და 25-ე ბატალიონის 11 მებრძოლი დაიჭრა, ჩვენ უახლოეს დღეებში პრესკონფერენციაზე ვისაუბრებთ. ჩვენ ასევე გამოვაქვეყნებთ „ქართული ლეგიონის“ მეთაურისა და 54-ე ბრიგადის მეთაურის საუბრის აუდიოჩანაწერს, რომელშიც ბრიგადის მეთაური „ქართული ლეგიონის“ წევრების მებრძოლების დათხოვნის შესახებ, ისევე როგორც აუდიოჩანაწერს, რომელშიც „ქართული ლეგიონის“ წევრებს ემუქრებიან.

მაისტრენკოს მოადგილე სერგეი ფედოსენკო სისტემატურად ურეკავს ჰოსპიტალში მყოფ „ქართული ლეგიონის“ დაჭრილ წევრებს და მათ მკურნალობის შეწყვეტითა და დეპორტაციით ემუქრება, თუ ისინი 16 დეკემბრის ოპერაციის უკანონო ბრძანების შესახებ ინფორმაციას გაასაჯაროვებენ. ალექსეი მაისტრენკომ და სერგეი ფედოსენკომ წაართვეს „ქართული ლეგიონის“ წევრებს მთელი ამუნიცია და პირადი ნივთები. ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ 3 ქართველი, რომელიც 54-ე ბრიგადის შემადგენლობაში რჩება, აღარ ირიცხებიან „ქართულ ლეგიონში“ და არ წარმოადგენენ მას“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....