aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

კახეთში, ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

კახეთში, სოფელ ჩალაუბანში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. სამი მგზავრი კი მძიმედ დაშავდა, რომელებიც სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს საპირისპირო მხარეს მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....