ახალი ამბები მთავარი სამართალი

პოეტ რატიანის საქმე: მწერლები საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებს ხვდებიან

პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით,  მწერლები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შეხვდებიან. საქმე მაუწყებლის მიერ პოლიციის ტელეფონით გადაღებულ სკანდალური ჩანაწერის გაშვებას ეხება.

შეხვედრა 12 საათზეა დანიშნული. წინასწარი ინფორმაციით მწერლები და პოეტები ბორდის წინაშე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის პასუხიმგებლობის საკითხს დააყენებენ.

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, საღამოს საათებში, თამარ მეფის გამზირზე, ბანკომატთან მდგარს პოლიციის რვაკაციანი ჯგუფი მიუახლოვდა, რომელთაც ფორმები არ ეცვათ. მათ ჰკითხეს, რატომ ეცვა ნარინჯისფერი ქურთუკი, რაზეც პოეტმა უპასუხა, რომ ეს მისი არჩევანი იყო. შემდეგ, როგორც პოეტი ყვება, პოლიციამ ის სცემა, ავტომობილში ჩააგდო და გარდა ამისა, მისი თქმით, გზაში მას კიდევ სცემეს.

შსს-მ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ერთ-ერთ პოლიციელს უფლებამოსილება დროებით, გამოძიებს დასრულებამდე შეუჩერდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანი სასამართალდამრღვევად სცნო და 2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) წარმომადგენლის, სოფიო ვერძეულის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ისინი სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

 

იტვირთბა....