გუშინ დილით, თემქის დასახლებაში, პატრულის თანამშრომელი კახა ქრისტესაშვილი და მისი მეუღლე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალნენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.