ახალი ამბები მთავარი სამართალი

გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის განაჩენს მოსამართლე ხვალ გამოაცხადებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძე სანდრო გირგვლიანის საქმეზე, საქართველოს მესამე  პრეზიდენტის ბრალდების ნაწილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა ჩანიშნული.

გირგვლიანის საქმეზე ყოფილ პრეზიდენტს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული.

გამოძიების თანახმად მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებისთვის.

იტვირთბა....