ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბავშვის წაყვანის უფლებას არავის მივცემ”: ძალადობის ამსახველ ვიდეოს დედა ეხმაურება

გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს,  სადაც მცირეწლოვანი ბავშვი სიგარეტს მშობლების თანდასწრებით ეწევა, ბავშვის დედა ეხმაურება.  სალომე საგინაძე ამბობს, რომ მან არ იცოდა, თუ ამით ბავშვის უფლებები ირღვევოდა.  მისი თქმით, ის საუკეთესო დედაა და შვილის გარეშე ერთი წუთით ყოფნა არ შეუძლია.  საგინაძე  აცხადებს, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო და მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება. ის შვილს არავის გაატანს და მათთან მისულმა  სოციალურმა  მუშაკებმა ბავშვის ოჯახისგან განრიდების გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში ბავშვზე ძალადობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა, სადაც მცირეწლოვან ბავშვს მშობელი სიგარეტის მოწევისკენ მოუწოდებს. ვიდეოში ასახულია, როგორ ეწევა სიგარეტს  პატარა ბიჭუნა, რომელიც დაახლოებით სამი წლის უნდა იყოს.  ამას უფროსები უყურებენ და არანაირი რეაქცია არ აქვთ, პირიქით, იცინიან.  ვიდეო ბათუმშია გადაღებული.

არასამთავრობო ორგანიზაცია  “პარტნიორობა ადამიანის უფლებების დაცვისათვის“  ხელმძღვანელმა ანა არღნიშვილმა რეაგირებისთვის სოციალურ სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. არღნიშვილის განცხადებით,  სოციალურმა სამსახურმა მომხდარზე რეაგირება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც საქმეში შსს ჩაერთო. ის ჯანდაცვის სამინისტროს სიტუაციაში გარკვევას და ფაქტზე სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს.

 

ბავშვზე ძალადობის ამსახველი ვიდეო: ფაქტზე რეაგირება სოციალურმა სამსახურმა დაიწყო (ვიდეო)

იტვირთბა....