ხვალ სინოპტიკოსები უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. როგორც “მეტრონომს” გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დაბლობში +12, +17 გრადუსი სითბო. აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან მცირე ნალექი და ნისლი იქნება.
დედაქალაქს რაც შეეხება, 5 იანვარს, შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი იყოს.
ზეგ, 6 იანვარს, დასავლეთ საქართველოში თითქმის ყველგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, – +9, +10,+ 14 +15 გრადუსამდეა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან წვიმაა მოსალოდნელი, მთაში კი თოვლი.
შობას, 7 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც.