ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მაკრონი: ირანთან შესაძლოა ომამდე მივიდეთ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ირანთან მიმართებაში საჭიროა ისეთი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ირანის ქმედებების შეზღუდვას მოახერხებს.

მაკრონის თქმით, თუ ირანთან მოლაპარაკებებს შეწყვეტენ, გაჩნდება იმის რისკი, რომ კონფლიქტი გამძაფრდება. მაკრონი ამბობს, რომ ირანზე ზეწოლის გაძლიერებაა საჭირო.

„საჭიროა ირანზე ზეწოლის გაძლიერება, მაგრამ მოლაპარაკებები არ უნდა შეწყდეს. ამჟამად ადგილი აქვს მცდელობას კვლავ წარმოიქმნას ირანთან მიმართებაში „ბოროტების ღერძი“. აბსოლუტურად გასაგებია იმ განცხადებების არსი, რომელსაც ამ საკითხთან მიმართებაში აშშ, ისრაელი და საუდის არაბეთი აკეთებენ. ამგვარმა კურსმა შეიძლება ირანთან ომამდე მიგვიყვანოს“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ირანის შეიარაღებული ძალების ელიტარული ერთეულის მეთაურის მუჰამად ალი ჯაფარის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Fars-ი  ავრცელებს.

სამხედრომ დასძინა, რომ ქვეყნის მასშტაბით მომიტინგეთა რაოდენობა 15 ათას ადამიანს არ აღემატებოდა. “ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს არის დღე, როდესაც 1396 წლის პრობლემები დასრულდა”,-დასძინა მან.

მისივე თქმით, ქვეყანაში მომხდარი არეულობისას დაკავებულთა უმრავლესობა ტერორისტული ორგანიზაციის წევრია, ზოგიერთი მათგანი “აშშ-ის, სიონისტებისა და საუდის რეჟიმის ბრძანებებით” მოქმედებდა. მეთაურის თქმით, ხელისუფლება ყოველთვის ყურადღებას უთმობდა ეკონომიკურ პრობლემებს და უმუშევრობას.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 28 დეკემბერს ირანში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რადგან ფასები და უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ და მათ გადადგომას მოითხოვენ. არეულობების შედეგად, მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, მათ “მეამბოხეთა მბრძანებელი” დაიჭირეს, რომელიც ევროპელმა სპეცსამსახურებმა მოამზადეს. მაგრამ მათ დაკავებულის ვინაობის შესახებ დეტალებზე არ უსაუბრიათ.

იტვირთბა....