ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

კიევის სასამართლომ სააკაშვილისთვის დევნილის სტატუსის მოთხოვნაზე ვერდიქტი გამოიტანა

როგორც სააგენტო NewsOne იუწყება კიევის საოლქო სასამართლომ სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

სააკაშვილი აღნიშნული სამსახურისგან დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებას ითხოვდა. ოდესის ყოფილი გუბერნატორის ადვოკატის, რუსლან ჩერნოლუცკის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილის ექსტრადირება უკანონო იქნება.

თავად სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენელმა სააკაშვილისთვის უარის გადაწყვეტილებას კანონიერი უწოდა. მისი თქმით, პირის სტატუსი, რომელიც დამატებით დაცვას მოითხოვს, ვერ მიენიჭება მას, ვინც მესამე ქვეყანაში იმყოფებოდა და არ მიმართა ასეთი სტატუსის მინიჭების თხოვნით. სააკაშვილი კი, მისი თქმით, ასეთი სტატუსის მინიჭებამდე აშშ-სა და პოლონეთში იმყოფებოდა.

იტვირთბა....