ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქადაგიშვილი: “უხუცესებზე გარკვეული სახის ზეწოლა მიმდინარეობს”

კახეთს გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ პანკისის ხეობის უხუცესებზე გარკვეული სახის ზეწოლა მიმდინარეობს. ქადაგიშვილი არ აკონკრეტებს, ვინ ახდენს ზეწოლას, თუმცა აცხადებს, რომ ზეწოლა მიმდინარეობს საინფორმაციო წყაროებიდან დაწყებული, „სხვა წყაროებით“ დამთავრებული.

”ამ ადამიანებს ჯვარედინი დაკითხვების ქვეშ აქცევენ, რომ რამე წამოაცდევინონ. ნუ გვგონია, რომ მარტივად არის სიტუაცია. სიტუაცია რთულია და ამ ხალხმა დაინახა, რომ სირთულესთან ერთობლივად დგომაა საჭირო. აქ საუბარია ახალგაზრდების მოტაცებაზე ტერორისტებისგან, ასე ვითარდება ტერორიზმი”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

დღეს პანკისის სოფელ დუისში, უხუცესთა საბჭოს წევრების, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ადგილობრივების და კახეთის გუბერნატორის შეხვედრა გაიმართა. მსგავსი შეხვედრა 30 დეკემბერსაც შედგა, თუმცა მაშინ უხუცესები გუბერნატორთან ერთად სუსის წარმომადგენლებმაც ნახეს.

შეგახსენებთ, რომ პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა და მათ ბრალად ჩატაევის მოკავშირეობა ედებათ.

იტვირთბა....