სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერება 2018 წლის პირველი იანვრიდან, ნაწილობრივ, ძალაში შევიდა.
ტექდათვალიერება ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა. რეფორმა გრძელვადიანია, მისი სრულად ამოქმედების ვადა კი 2019 წლის იანვარია. მსუბუქი მანქანების ტექ-დათვალიერება 2018 წლის ოქტომბრიდან გახდება სავალდებულო და ძრავის და ავტომობილის ასაკის მიხედვით ეტაპობრივად გაგრძელდება.
ამ ეტაპზე ტექ-დათვალიერება მხოლოდ სამგზავრო და სატვირთო ავტომობილების ნაწილსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე მსუბუქ მანქანებზე ვრცელდება.