უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის სასამართლომ უკრაინის საიმიგრციო სამსახურის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ოდესის ექს გუბერნატორი მოითხოვდა, რომ კანონსაწინააღმდეგოდ ეცნოთ და გაეუქმებინათ 2017 წლის 1 იანვარს საიმიგრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მას უარი ეთქვა იმ დოკუმენტების გაფორმებაზე, რომელიც სააკაშვილს აღიარებდა ლტოლვილად ან პირად, რომელსაც დამატებითი დახმარება სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო პროცესი 3 საათი მიმდინარეობდა. სააკაშვილის დაცვის მხარე სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს.
სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიიღო. 2017 წლის 26 ივლისს კი პეტრო პოროშენკომ მას მოქალაქეობა შეერთებულ შტატებში ყოფნის დროს შეუჩერა.
სააკაშვილმა, უკრაინის საზღვარი 10 სექტემბერს გადაკვეთა. მან პოლონეთი-უკრაინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ შეგინთან ძალით გაარღვია კორდონი, რის გამოც მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა 11 იანვრამდე გადაიდო.