ბრიტანული ტელეარხის BBC-ს ჟურნალისტი, მაია როსტოვსკა იოსებ ჯუღაშვილის მშობლიურ ქალაქ გორს ესტუმრა.მან სტალინის სახლმუზეუმის შესახებ ვიდეომიმოხილვა გამოაქვეყნა.
ვიდეოში საუბარია როსტოვსკას დიდი ბაბუაზე, რომელიც წარმოშობით პოლონელი, სახელმწიფო მოხელე იყო. იგი სტალინის რეპრესიების ემსხვერპლა.
აღნიშნულია ისიც, რომ შენობას ყოველწლიურად ათობით ათასი დამთვალიერებელი სტუმრობს. ჟურნალისტისთვის გაუგებარია, რატომ რჩება სტალინი დღემდე პოპულარულ პერსონად.
როსტოვსკა სტალინის სახლ-მუზეუმს ლენინის მავზოლეუმს ადარებს და ამბობს, რომ საბჭოთა ბელადის ბიუსტი აკლდამას აგონებს.