პანკისის ხეობაში სპეცოპერააციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატის მარიამ კუბლაშვიილის განცხადებით, 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ახმეტ ჩატაევთან ერთად ლიკვიდირებული ორი ჩეჩენი, საქართველოში ორი წელი ცხოვრობდა.
“არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც აქამდე არ მითქვამს – ახმედ ჩატაევთან ერთად ლიკვიდირებული ორი ადამიანი, სავარაუდოდ, თითქმის ორი წელი იმყოფებოდა საქართველოში, ისინი ახმედ ჩატაევთან ერთად არ შემოსულან. ყურადსაღებია, რომ მათ რამდენიმე ადამიანთან უნებლიედ ჰქონდათ შეხება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვიმუშავებთ და გავაკეთებთ არაერთ გამოკითხვის ოქმს და წარვადგენთ ძალიან მნიშვნელოვან მტკიცებულებას. ეს მტკიცებულებები ჩვენ უკვე გვაქვს”, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, სპეცოპერაცია ჩატარდა. სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა, მათ შორის დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილია.