ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანში პროტესტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

გუშინ, ირანში ანტისამთავრობო პროტესტის შედეგად კიდევ 9 ადამიანი დაიღუპა. საპროტესტო აქციები 28 დეკემბერს, ქალაქ მაშჰადში პროდუქტზე გაზრდლი ფასებისა და კორუფციის გასაპროტესტებლად დაიწყო, მოგვანებით კი მთელ ქვეყანას მოედო.

როგორც Aljazeera იუწყება, რამდენიმედღიანი პროტესტის შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა.

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ 31 დეკემბერს, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები შეაფასა და განაცხადა, რომ ირანელები ხელისუფლების კრიტიკაში შეზღუდულნი არ არიან. ინფორმაციას ტელეკომპანია Press TV ავრცელებს.

“პროტესტი და კრიტიკა ხალხის კონსტიტუციის გარანტირებული უფლებაა. თუმცა კრიტიკა განსხვავდება იმ ძალადობისგან, რომელიც სახელმწიფო ქონებას აზარალებს”, – განაცხადა ჰასან როუჰანიმ.

31 დეკემბერს, ირანში Telegram-ის მესენჯერი და სოციალური ქსელი Instagram-ი დაბლოკეს. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება “მშვიდობისა და მოსახლეობის უსაფრთხოების” მხარდაჭერის აუცილებლობით ახსნა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე ირანის ხელისუფლების გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომელიც ქვეყანაში Telegram-ის და Instagram-ის დაბლოკვას ეხება.

„ირანი ნომერი პირველი სახელმწიფოა, რომელიც ტერორიზმს აფინანსებს და ადამიანის უფლებებს არღვევს. ახლა მათ ინტერნეტზე წვდომა შეზღუდეს, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს ურთიერთობის საშუალება არ ჰქონდეთ. ეს არ არის კარგი!“- დაწერა ტრამპმა.

იტვირთბა....