თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
დღეს დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვას, თუმცა მოამზადა თუ არა სააკაშვილის საზოგადოებრივმა ადვოკატმა, სოფიო გოგლიჩიძემ დასკვნითი სიტყვა, ეს ცნობილი არ არის.
გოგლიჩიძის განმარტებით, ის საქმის მასალებს გაეცნო, თუმცა სხდომის გადადებას მოითხოვს თუ არა, არ აკონკრეტებს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ბრალდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.