ახალი ამბები მთავარი სამართალი

როგორია პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა. მისი ოჯახის წევრების განცხადებით, მკურნალობის მიუხედავად ჯამრთელობის მდგომარეობა ჯერ არ გაუმჯობესებულა.  ოჯახი დაჭრილის გერმანიაში ან თურქეთში გადაყვანას აპირებს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტრანსპორტირება არ შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ  პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაცია ჩატარდა. სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა, მათ შორის დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილია.

იტვირთბა....