აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებისადმი ყოველკვირეული მიმართვისას განაცხადა, რომ საერთაშორისო კოალიციამ სირიასა და ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში ისტორიულ წარმატებას მიაღწია.
“ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ისტორიულ წარმატებას მივაღწიეთ. ამჟამად„ისლამური სახელწმიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლ საერთაშორისო კოალიციას სირიასა და ერაყში ტერიტორიის თითქმის 100% უკავია “, – განაცხადა ტრამპმა.
სირიის ტერიტორიას სხვადასხვა სამხედრო ფორმირებები აკონტროლებენ: ქვეყნის უმეტესი ნაწილი სირიის სამთავრობო ჯარების მიერ რუსეთის მხარდაჭერით კოტროლირდება.
ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილები, ევფრატის მარჯვენა სანაპირო ქურთული “სირიის დემოკრატიული ძალების” მიერაა კონტროლირებული, რომელსაც კოალიცია უჭერს მხარს. ასევე, სირიის ზოგიერთ რეგიონში შეიარაღებული ოპოზიცია და ამბოხებულები იმყოფებიან. Liveuamap- ის მონაცემებით, სირიის პატარა რაიონებს კვლავ „ისლამური სახელწმიფოს“ მებრძოლები აკონტროლებენ.