ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „პირველი“ ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.