ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ამის შესახებ ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური იუწყება.
მოქალაქე 28 დეკემბერს დააკავეს. ის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის მკვიდრი ზურაბ ჟღენტი სოფელ იონჩას მახლობლად დააკავეს.
ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავების ფაქტის გარშემო მოკვლევა მიმდინარეობს.