aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

უცნობის სიძის გამოკითხვა დასრულდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფინანსთა სამინისტრომ, ბიზნესმენ გიორგი შარაშიძის გამოკითხვა დაასრულა.

კონკრეტულად გამოძიების კითხვები ლილოს ტერიტორიაზე კომპანიის მიერ შესყიდვამდე არსებულ 4 შენობა-ნაგებობას ეხებოდა, რომლითაც სავარაუდოდ შარაშიძემ ფინანსურად ისარგებლა.

როგორც გიორგი შარაშიძემ დაკითხვის შემდეგ განცხადება გააკეთა.

„ჩვენ მოვითხოვეთ და დაკითხვის ოქმის ბოლოში ჩავწერეთ, რომ თუ იქნება სურვილი და წესით ეს სურვილი უნდა იყოს, ამოიღონ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რათა დადგინდეს, ზუსტად ვინ, როდის და რა მიზნით წაიღო და დაშალა ქონება, იმიტომ რომ მძიმე ტექნიკის ნამუშევარია და ეს არ შეიძლება იყოს ჩუმად და შეუმჩნევლად გაკეთებული. ეს იყო დამტკიცებული პროექტი, თუმცა რადგან ვერ შევძელით ამ ყველაფრის გაკეთება, იმის გამო, რომ „კონსტრაქტ ვიჟენი“ საქართველოში „სიტროენის“ წარმომადგენელია, აქედან გამომდინარე მიადგა მას ის ზარალი, რაც მიადგა, ვეღარ შევძელით ამ პროექტის განხორციელება და ზუსტად ამიტომ ვეღარ ავაშენეთ ახალი ქარხანა, თორემ წესით ჩვენ უნდა განგვეხორციელებინა დემონტაჟი და ეს იყო ერთ-ერთი პირობა, თუმცა ჩვენ ეს არ გავაკეთეთ.

ეკონომიკის სამინისტრო ბევრ აბსურდულ, მცდარ და არეულ განცხადებას გააკეთებს უახლოეს დღეებში, იმიტომ რომ არიან უმძიმეს მდგომარეობაში და აქედან გამოსვლა მათ ძალიან გაუჭირდებათ. როცა სახელმწიფო იყენებს კონკრეტულ ინსტიტუციას თავის ინსტრუმენტად, ყოველთვის ასეთ დღეში აღმოჩნდებიან. ჩვენ ვიცით, როგორ მუშაობენ შესაბამისი ორგანოები, როცა არსებობს ინტერესი და არაერთხელ დაფიქსირებულა, რომ მუშაობენ არასწორად და მერე უტრიალდებათ უკან როგორც ახლა მოუტრიალდა ფინანსთა სამინისტროს და არიან ცოტა დაბნეულები.

დღეს განმიმარტეს, რომ ქონებას ვფლობდით 11 ივლისამდე, თუმცა ჩვენ ვიცოდით 8 ივლისამდე და დემონტაჟის სამუშაოები იქ მოხდა 11 ივლისის მერე“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება მთავრობის განკარგულების საფუძველზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „კონსტრაქტ ვიჟენისთვის“ გადაცემულ ქონებას.

 

იტვირთბა....