თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე, ელიავას ბაზრობაზე მუშების დაშავების ფაქტს გამოეხმაურა.
“ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ამ მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადავდგით – გავამკაცრეთ სამშენებლო უსაფრთხოების სტანდარტები და გავაძლიერეთ მშენებლობებზე კონტროლი. ბოლო თვენახევრის განმავლობაში ძალიან ბევრი მითითება გაიცა მშენებლებზე და ამ საკითხს მომავალ წელსაც დიდი ყურადღება მიექცევა. კიდევ უფრო გავაძლიერებთ ყურადღებას, რომ ყველა მშენებელმა მაქსიმალურად უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმები. დაახლოებით 200-ზე მეტი გაფრთხილება და ჯარიმაა გაცემული ბოლო პერიოდში” – აღნიშნა ხმალაძემ.